კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლოს განახლდა: 2026 წლის 14 აგვისტო
1. შესავალი
მინდათიქეთისთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა. წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას და რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც პლატფორმის მომხმარებელს.
2. რა ინფორმაციას ვაგროვებთ
პლატფორმის გამოყენებისას შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- რეგისტრაციის მონაცემები - სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
- იდენტობის დამადასტურებელი მონაცემები - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ინფორმაცია, რომელსაც ვამუშავებთ იდენტობის ვერიფიკაციის პროვაიდერის მეშვეობით.
- ტრანზაქციის მონაცემები - ბილეთის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გადახდის დეტალები (გადახდის დამუშავება ხორციელდება ჩვენი საგადახდო პარტნიორების მეშვეობით, თანხის ბარათის სრული მონაცემები ჩვენს სისტემაში არ ინახება).
- დავებთან დაკავშირებული მონაცემები - დავის აღწერა და მტკიცებულებები, რომლებსაც ტვირთავთ დავის განხილვისას.
- გამოყენების მონაცემები - ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ პლატფორმას.
3. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
თქვენს მონაცემებს ვიყენებთ:
- ანგარიშის შექმნისა და იდენტობის დადასტურებისთვის;
- ტრანზაქციების დამუშავებისა და ბილეთის გენერირებისთვის;
- დავების განხილვისა და გადაწყვეტისთვის;
- პლატფორმასთან დაკავშირებული შეტყობინებების გამოგზავნისთვის (მაგალითად, ბილეთის გაყიდვის ან თანხის გათავისუფლების შესახებ);
- თაღლითობისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენციისთვის;
- კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის.
4. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან
თქვენი მონაცემების დამუშავებისთვის ვთანამშრომლობთ შემდეგი ტიპის მესამე მხარეებთან:
- იდენტობის ვერიფიკაციის პროვაიდერი - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახის ვერიფიკაციისთვის.
- საგადახდო პროვაიდერები - გადახდისა და თანხის გადმორიცხვის დამუშავებისთვის.
- ელ.ფოსტის მიწოდების პროვაიდერი - შეტყობინებების გამოგზავნისთვის.
- ანალიტიკის პროვაიდერი (Google Analytics) - პლატფორმის გამოყენების გასაანალიზებლად — მხოლოდ თუ ანალიტიკის ქუქი ფაილებს დაუშვებთ.
- ჰოსტინგისა და ინფრასტრუქტურის პროვაიდერები - პლატფორმის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკური მომსახურებისთვის.
თითოეული მათგანი ამუშავებს თქვენს მონაცემებს მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც საჭიროა მათი მომსახურება, და საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე.
5. მონაცემთა შენახვის ვადა
თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა წინამდებარე პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის, ან რამდენადაც მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა.
6. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
- გამოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების ასლი;
- მოითხოვოთ არასწორი მონაცემის შესწორება;
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა, კანონმდებლობით დაშვებული ფარგლებში;
- დააფიქსიროთ პრეტენზია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად მიმართეთ info@mindaticket.ge.
7. ქუქი ფაილები
საიტის სწორად სამუშაოდ ვიყენებთ მხოლოდ ორ აუცილებელ ქუქი ფაილს: შესვლის სესია (გატყობინებთ, რომ ავტორიზებული ხართ) და ენის არჩევანი (ქართული/ინგლისური). ეს ქუქიები ყოველთვის აქტიურია და თანხმობას არ საჭიროებს, რადგან მათ გარეშე საიტი ვერ იმუშავებს.
პირველი ვიზიტისას გამოგიჩნდებათ ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ დამატებით დაუშვათ ან უარყოთ ორი არააუცილებელი კატეგორია:
- ანალიტიკა - დაგვეხმარება გავიგოთ, საიტს როგორ იყენებენ მომხმარებლები. ამისთვის ვიყენებთ Google Analytics-ს და მას ვტვირთავთ მხოლოდ მაშინ, თუ ანალიტიკის ქუქი ფაილებს დაუშვებთ; არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ქუქი ფაილების პარამეტრებიდან.
- მარკეტინგი - გამოყენებული იქნება რეკლამის საჩვენებლად, თუ მომავალში დავნერგავთ ამ ტიპის ინსტრუმენტს. ამჟამად აქტიური არ არის.
თქვენი არჩევანის შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს — იხილეთ „ქუქი ფაილების პარამეტრები" საიტის ქვედა კოლონტიტულში.
8. მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ თქვენი მონაცემები შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებით. თუმცა, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემა სრულად უსაფრთხო ვერასდროს იქნება, და ჩვენ ვერ ვიძლევით აბსოლუტურ გარანტიას მონაცემთა უსაფრთხოებაზე გადაცემის პროცესში.
9. ცვლილებები პოლიტიკაში
ჩვენ შეგვიძლია დროდადრო განვაახლოთ წინამდებარე პოლიტიკა. ცვლილება ძალაში შედის ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
10. კონტაქტი
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კითხვებისთვის მიმართეთ: info@mindaticket.ge.