ბილეთების ყიდვისა და გაყიდვის საუკეთესო გზა საქართველოში.
ღონისძიებების ბილეთები სწრაფად იყიდება, გეგმები კი ხშირად იცვლება. სწორედ ამ დროს ჩნდება ბილეთის უსაფრთხოდ გაყიდვის და ყიდვის საჭიროება, შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში აქამდე, ფაქტობრივად, არ არსებობდა. უმეტესობა დღემდე Facebook ჯგუფებსა თუ ნაცნობ-მეგობრების წრეს ენდობა, რაც ხშირად გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული: ყალბი ანგარიშები არარსებულ ბილეთებს ყიდიან, ხოლო მყიდველებს თანხის გადარიცხვამდე უწევთ უცნობი ადამიანებისგან ვიდეოზარების ან პირადობის მოწმობის ფოტოების მოთხოვნა, რათა თავი ოდნავ მაინც იგრძნონ დაცულად. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ეს პრობლემა საერთაშორისოა, გამოსავალი კი მარტივი და აპრობირებულია: მომხმარებელთა სრული ვერიფიკაცია, უსაფრთხო ტრანზაქციები და ზედმეტი რისკებისგან თავისუფალი პროცესი. სწორედ ასეთი პლატფორმა შევქმენით ჩვენ.
ვერიფიცირებული ვინაობა
ყველა მომხმარებელი რეალური, ვერიფიცირებული ადამიანია.
სანამ ვინმეს MindaTicket-ზე ყიდვა ან გაყიდვა შეეძლება, ის გადის ვინაობის ვერიფიკაციას მესამე მხარის მეშვეობით: მოქმედი ელფოსტა, მოქმედი ტელეფონის ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახის სკანირება.
კონფიდენციალურობა
თქვენი ინფორმაცია თქვენთანვე რჩება.
ღრმა ვერიფიკაცია არ ნიშნავს საკუთარი თავის გამოააშკარავებას უცნობი ადამიანების წინაშე. როცა ბილეთი იყიდება, მყიდველს თქვენს ორიგინალ ფაილს არ ვუგზავნით. ამის ნაცვლად ვქმნით სუფთა, MindaTicket-ბრენდირებულ ვერსიას, სადაც რეალური შტრიხკოდი უცვლელია, თქვენი პირადი მონაცემები კი მთლიანად ამოღებულია. მყიდველი თქვენ შესახებ ვერასდროს გაიგებს იმაზე მეტს, ვიდრე თქვენს საჯარო პროფილშია.
ბილეთის შემოწმება
ყველა ბილეთი მოწმდება, სანამ განთავსდება.
ჩვენ მხოლოდ გამყიდველის სიტყვას არ ვენდობით. ყველა ატვირთული ბილეთი ავტომატურად მოწმდება პლატფორმაზე არსებულ ყველა სხვა განცხადებასთან დუბლიკატებზე, ასევე მოწმდება იმ ღონისძიებასთან შესაბამისობაში, რომელსაც უნდა ეკუთვნოდეს. ზოგიერთ განცხადებას გამოქვეყნებამდე უფრო ახლოდან, ხელით შემოწმება სჭირდება. ორივე შემთხვევაში, მყიდველთან არაფერი მიდის შემოწმების გარეშე.
თანხის დაკავება
ბილეთის საფასური ინახება, სანამ ღონისძიება რეალურად არ ჩატარდება.
თანხას ღონისძიების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში ვინახავთ. ეს დროის ფანჯარა ერთი მიზნით არსებობს: მისცეს დრო მყიდველს დააფიქსიროს ბილეთის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემა, თუ ასეთი არსებობს.
რეპუტაცია
რეპუტაცია, რომელსაც რეალური მნიშვნელობა აქვს.
თითოეული მომხმარებლის სანდოობის დონე განისაზღვრება დასრულებული გაყიდვებისა და გამყიდველის ქულის მიხედვით, იმ სტატუსის შესაბამისად, რომელსაც ჩვენ მათ ვანიჭებთ (სტანდარტული წევრი, გამოცდილი წევრი, სანდო წევრი). ეს არის ნდობის ისეთი დონე, რომელსაც Facebook-ის ჯგუფში თუ სხვა პლატფორმებზე ვერ ნახავთ.
გულწრფელობა / გარანტიის გარეშე
რისი დაპირებაც შეგვიძლია და რისიც არა.
გვინდა გულწრფელები ვიყოთ ერთ საკითხში: არცერთ პლატფორმას მსოფლიოში ტექნიკურად არ შეუძლია გარანტია მოგცეთ, რომ QR კოდი უკვე არ არის მრავალჯერ გაყიდული. ეს ჩვენზეც ვრცელდება. რისი გაკეთებაც შეგვიძლია და სწორედ ამის გარშემო ავაშენეთ MindaTicket არის იმის უზრუნველყოფა, რომ პლატფორმაზე ყველა რეალური, ვერიფიცირებული ადამიანია, რომ ყველა ბილეთი მოწმდება განთავსებამდე, და რომ საჭიროების შემთხვევაში, არსებობს საჩივრის გამოხატვის და განხილვის რეალური პროცესი.
საჩივრები
თუ რამე ისე წავა, ჩვენ აქ ვართ.
ჩვენი საჩივრების განხილვის პროცესი ზუსტად ასეთი მომენტებისთვის არსებობს. თუ მყიდველი ღონისძიებაზე ვერ მოხვდა, ვითხოვთ ნებისმიერ გონივრულ მტკიცებულებას — ფოტოებს, მომხდარის აღწერას, ნებისმიერ რამეს, რაც მათ ვერსიას ადასტურებს. ეს უნდა მოხდეს თანხის გათავისუფლებამდე, 24-საათიან ფანჯარაში. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.